რომან გოცირიძე ასახელებს, თუ ვის უნდა გაუუქმდეს შენგენის ზონაში უვიზო მიმოსვლა

„ვროკავშირი უვიზო რეჟიმის გაუქმებას „კონკრეტული ჯგუფებისათვის“ აპირებს წლის ბოლომდე. ამ ჯგუფების შესახებ ინფორმაცია უნდა იქნას მიწოდებული ევროკომისიისათვის საზოგადოებრივი სექტორის, მედიისა და ოპოზიციური პარტიების მიერ. უნდა იყოს ჩამოთვლილი როგორც კონკრეტული ინსიტუტები, როგორიცაა პარლამენტი, საკრებულოები, მოსამართლეები, მთავრობა, ანტიკორუფციული ბიურო, ცესკო, პროპაგანდისტული მედია და ასე შემდეგ, ასვე ცალკეული პირები, რომლებიც ძალადობასა და სიძულვილის გაღვივებას უწყობენ ხელს. ამ ცალკეულ, არასახელისუფლებო ჯგუფებში შეიძლება მოხვდნენ აგრესიული და კორუმპირებული სასულიერო პირები, მოსყიდული ექსპერტები, სპორტული და ბიზნესფედერაციების ზოგიერთი წარმომადგენელი და ასე შემდეგ.

ყველამ, ვინც რუსულ რეჟიმს ემსახურება და ქვეყანაში ერთპიროვნული, ავტორიტარული მმართველობის ფორმირებას უწყობს ხელს, უნდა გააცნობიეროს, რომ მოუწევს ფასის გადახდა, მოუწევს პასუხისგება ამა თუ იმ ფორმით.

მორალური პასუხისმგებლობა იმათაც ეკისრებათ, ვინც უშუალოდ არაა ხელისუფლებაში, მაგრამ აძლიერებენ ამ რეჟიმს და სარგებლობენ ამ რეჟიმის მიერ ნაწყალობევი სიკეთეებით“, – წერს პოლიტიკოსი რომან გოცირიძე სოციალურ ქსელში.

მსგავსი თემები

ბოლო სიახლეები