ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მერი მელქონ მაკარიანი, მოადგილე თეიმურაზ მჭედლიძესთან ერთად, სოფელ ოლავერდში საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგების სამუშაოებს გაეცნო.
შიდა სასოფლო გზასთან ერთად, სოფლამდე მისასვლელი გზის შეკეთებაც მოხდა.
პროექტი ორ ეტაპად ხორციელდება. სამუშაოების ფარგლებში მოწესრიგდა გზის სავალი ნაწილი, რის შემდეგაც, 3,413კ/მ მონაკვეთზე ასფალტ-ბეტონის საფარი დაგება დაიწყო.
აღნიშნულ მონაკვეთზე, სავალი ნაწილის მოასფალტების შემდეგ, წყალარინები დამონტაჟდება და საგზაო ნიშნები დამონტაჟდება.
პროექტი რეგიონული განვითარების ფონდისა და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით ხორციელდება და მისი ღირებულება 2 270 822 ლარს შეადგენს.
ინფორმაციას ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.


