ირაკლი კობახიძე: ოპოზიციამ თვითონ დაიმხო საკუთარი თავი, ღიმილის მომგვრელია მათი მხრიდან დამხობაზე საუბარი

ოპოზიციამ თვითონ დაიმხო საკუთარი თავი და მათი მხრიდან დამხობაზე საუბარი არის აბსოლუტურად ღიმილის მომგვრელი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს თელავში განუცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, სიტყვა „დამხობას“ რაც შეეხება, ოპოზიცია თვითონ არის დამხობილი.

„ხელი არ წაუცდეთ, რაიმე არ დაუშავონ და არ მოიწიონ საკუთარ თავს. ეს არის ერთადერთი რჩევა, რაც შემიძლია, ამ ხალხს მივცე. სიტყვა „დამხობას“ რაც შეეხება, ოპოზიცია თვითონ არის დამხობილი. თქვენ ხედავთ, როგორია რეიტინგები, მათი მდგომარეობა, ერთმანეთს როგორ ჭამენ. თვითონ დაიმხეს საკუთარი თავი და მათი მხრიდან დამხობაზე საუბარი არის აბსოლუტურად ღიმილის მომგვრელი“, – განაცხადა პრემიერმა.

მსგავსი თემები

ბოლო სიახლეები