ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი დონალდ ტრამპი გავლენიანი კონსერვატორი კომენტატორის და აქტივისტის, ჩარლი კირკის მკვლელობას „ბნელ მომენტს“ უწოდებს ამერიკისთვის.
ვიდეო შეტყობინებაში, ტრამპი ამბობს, რომ ის „მწუხარებითა და სიბრაზით არის სავსე შემზარავი მკვლელობით“, რომელსაც იგი უწოდებს „ბნელ მომენტს ამერიკისთვის“.
მანამდე ტრამპმა სოციალურ ქსელში დაწერა: „დიდი და უფრო მეტიც, ლეგენდარული ჩარლი კირკი გარდაიცვალა. არავის არ ესმოდა და არავის ჰქონდა ისეთი გული ამერიკის შეერთებული შტატების ახალგაზრდობის მიმართ, როგორც ჩარლის. ის ყველას უყვარდა და ყველას მიერ იყო დაფასებული, განსაკუთრებით კი ჩემ მიერ და ახლა ის ჩვენთან აღარ არის. მელანიას და ჩემ გულწრფელ სამძიმარს გადავცემ მის ულამაზეს მეუღლეს ერიკას და ოჯახს. ჩარლი, ჩვენ გვიყვარხარ!“
კონსერვატორი კომენტატორი ჩარლი კირკი იუტა ველის უნივერსიტეტის ღონისძიებაზე ცეცხლსასროლი იარაღიდან სროლის შედეგად გარდაიცვალა.
ორი ადამიანი, რომლებიც სამართალდამცველებმა დააკავეს, მოგვიანებით გაათავისუფლეს. მათ „არანაირი კავშირი“ არ ჰქონდათ სროლაში, განაცხადეს ოფიციალურმა პირებმა.
სამართალდამცველები დარწმუნებული არიან, რომ სროლა სახურავიდან განხორციელდა.


