ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ განძის შიდა გზის რეაბილიტაცია სრულდება

ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების მიზნით, ინტენსიურად ხორციელდება სარეაბილიტაციო პროექტები. ამჯერად, მოასფალტდება სოფელ განძის შიდა გზის 2-კილომეტრიანი და 77-მეტრიანი მონაკვეთი.
პროექტის ღირებულება შეადგენს 1 751 714 ლარს.
“აღნიშნული გზის რეაბილიტაცია მრავალი წლის განმავლობაში არსებული პრობლემის მოგვარებას ისახავს მიზნად.
რეაბილიტაციამდე გზის მდგომარეობა განსაკუთრებით რთული იყო ზამთრის პერიოდში, რაც საგრძნობლად ართულებდა სატრანსპორტო გადაადგილებას და ადგილობრივ მოსახლეობას მნიშვნელოვან დისკომფორტს უქმნიდა.
სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულება მიმდინარე წლის 19 ოქტომბრამდეა დაგეგმილი.
პროექტის დასრულების შემდეგ განძის მოსახლეობა შეძლებს უსაფრთხოდ და კომფორტულად გადაადგილებას განახლებულ გზაზე”, – აცხადებენ ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის მერიაში

მსგავსი თემები

ბოლო სიახლეები