Tuesday, February 4, 2025
-1.2 C
Tbilisi

ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ ღვირიშში დაზიანებული გზის აღდგენითი სამუშაოები მიმდინარეობს

ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ ღვირიშში ხიდთან მეწყრული მოვლენებისგან დაზიანებული გზის აღდგენითი სამუშაოები მიმდინარეობს.

პროექტით გათვალისწინებულია სხვადასხვა სამუშაოები, მათ შორის, არსებული გზის გაწმენდა-გაფართოება, გაბიონების მოწყობა.

მიმდინარე სამუშაოებს ადგილზე გაეცნენ ცაგერის მუნიციპალიტეტის მერი ლევან ზალკალიანი, მოადგილე მამუკა ხიმშიაშვილი, მერიის ზედამხედველობის სამსახურის უფროსი გელა მამარდაშვილი.

პროექტის ღირებულება 83 223 ლარია.

სამუშაოები მიმდინარე წლის ოქტომბრის ბოლოს უნდა დასრულდეს.

ინფორმაციას ცაგერის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

მსგავსი თემები

0გულშემატკივარიროგორიცაა
3,912მიმდევრებიდაიცვას
0აბონენტებსგამოწერა

ბოლო სიახლეები