ახალციხე-ახალქალაქის მაგისტრალის – ხანდოს შემოვლითი გზის სარეაბილიტაციო სამუშაოების პირველი ეტაპი დასრულდა – მოწესრიგდა სავალი ნაწილი, რის შემდეგაც 2-კილომეტრიან მონაკვეთზე ბეტონის საფარი მოეწყობა.
პროექტი რეგიონული განვითარების ფონდისა და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით ხორციელდება და მისი ღირებულება 1 791 000 ლარს შეადგენს.

