ახალქალაქის კულტურის სახლში ფოლკლორული საღამო გაიმართა

ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილეები თეიმურაზ მჭედლიძე და მკრტიჩ მღდესიანი, საკრებულოს თავმჯდომარე ნაირი ირიციანთან და ახალქალაქის, კუმურდოსა და კარის მიტროპოლიტ ნიკოლოზ ფაჩუაშვილთან ერთად, კულტურის სახლში გამართულ ფოლკლორულ საღამოს დაესწრნენ.

ქართული ხალხური ცეკვის ანსამბლ “მურჯს” საიუბილეო, 15 წელი შეუსრულდა.

ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად , კონცერტს

ქალაქის საზოგადოების, კულტურის სფეროს წარმომადგენლები და თბილისიდან მოწვეული სტუმრებიც ესწრებოდნენ.

სპეციალურად ამ საღამოსთვის მომზადებული საცეკვაო ნომრები და სიურპრიზები შთამბეჭდავი იყო და კონცერტის ორგანიზატორებმა აუდიტორიისგან მაღალი შეფასებაც დაიმსახურეს.

ახალქალაქის მერის მოადგილე მკრტიჩ მღდესიანმა, ანსამბლ „მურჯის“ ქორეოგრაფსა და სამხატვრო ხელმძღვანელ გიორგი მეტრეველს, მუნიციპალიტეტში ქართული ქორეოგრაფიის განვითარებაში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილისთვის მადლობა გადაუხადა და წარმატება უსურვა.

აღსანიშნავია, მუნიციპალიტეტის მერია ადგილობრივ ანსამბლებს მუდმივად მხარს უჭერს და მათ მონაწილეობას სხვადასხვა ფესტივალსა და ტურნეში ხელს უწყობს.

ინფორმაციას და ფოტომასალას ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

მსგავსი თემები

ბოლო სიახლეები