ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ კორხში საბავშვო ბაღის რეკონსტრუქცია მიმდინარეობს

ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მერმა მელქონ მაკარიანმა, საკრებულოს თავმჯდომარე ნაირი ირიციანთან ერთად, სოფელ კორხში, სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებაში მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერა.

პროექტი შენობის სრულ რეკონსტრუქციას ითვალისწინებს. ამასთან, შეიცვლება კომუნიკაციები, დამონტაჟდება გათბობის ახალი სისტემა, მოეწყობა ეზო და ატრაქციონები. ჩატარებული სამუშაოების შედეგად, ბაღი სრულად იქნება ადაპტირებული განსაკუთრებული საჭიროებების მქონე პირთათვის.

თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი სააღმზრდელო დაწესებულება მუნიციპალიტეტში მცხოვრები 100 აღსაზრდელის მიღებას შეძლებს.

ინფორმაციას და ფოტომასალას ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

მსგავსი თემები

ბოლო სიახლეები