ქალაქ ნინოწმინდაში, კამპანიის „არა ნარკოტიკს“ ფარგლებში საქართველოს საუნივერსიტეტო სპორტის ფედერაციის ინიციატივითა და ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით მინი ფეხბურთის ჩემპიონატი გაიმართა.
ტურნირში 14 გუნდი მონაწილეობდა, შედეგად კი სამი გამარჯვებული გუნდი გამოვლინდა.
I ადგილი ქალაქ ნინოწმინდის გუნდმა მოიპოვა, II ადგილი – სოფელ ფოკის გუნდმა, მესამე ადგილი კი სოფელი პატარა გონდრიოს გუნდმა.
გამარჯვებულ გუნდებს, ორგანიზატორებთან ერთად თასები და მედლები გადასცეს ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის მერმა ანივარდ მოსოიანმა და ქართული ოცნების ახალგაზრდული აქტივის თავმჯდომარემ გარუშ არზუმანიანმა.
ჩემპიონატის მომდევნო ეტაპზე, გამარჯვებული გუნდი რეგიონულ პირველობაზე იასპარეზებს, ხოლო ფინალურ ეტაპზე რეგიონის გამარჯვებული გუნდი საქართველოს ჩემპიონატში მიიღებს მონაწილეობას.
ღონისძიების დევიზია – „არა ნარკოტიკს“ და ავირჩიოთ ჯანსაღი ცხოვრება!
პროექტის მიზანს სპორტის მეშვეობით ახალგაზრდებში ჯანსაღი ცხოვრების წესის ხელშეწყობა და ნარკოტიკებისგან თავის არიდების წახალისება წარმოადგენს.






