I ადგილი – სოფელ მურჯახეთის ნაკრებმა დაიკავა.
II ადგილი – სოფელ ვაჩიანის გუნდმა.
III ადგილი – ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მერიის ააიპ “სერვის ცენტრის” თანამშრომელთა გუნდმა.
გამარჯვებულ გუნდებს, სპორტული ღონისძიების ორგანიზატორებთან ერთად თასები და მედლები გადასცეს ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მერმა მელქონ მაკარიანმა, საკრებულოს თავმჯდომარე ნაირი ირიციანმა , მერის მოადგილეებმა და
ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებმა.
ჩემპიონატის ფინალისტ გუნდს კი მომდევნო თამაშში წარმატება უსურვეს .
ჩემპიონატის მომდევნო ეტაპზე, გამარჯვებული გუნდი რეგიონულ პირველობაზე იასპარეზებს, ხოლო ფინალურ ეტაპზე რეგიონის გამარჯვებული გუნდი საქართველოს ჩემპიონატში მიიღებს მონაწილეობას.
ღონისძიების დევიზია – „არა ნარკოტიკს“ და ავირჩიოთ ჯანსაღი ცხოვრება!
პროექტის მიზანს სპორტის მეშვეობით ახალგაზრდებში ჯანსაღი ცხოვრების წესის ხელშეწყობა და ნარკოტიკებისგან თავის არიდების წახალისება წარმოადგენს.
ინფორმაციას და ფოტომასალას ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.






