პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობის ფაქტზე „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთ ლიდერს, ზურაბ გირჩი ჯაფარიძეს დღევანდელ სასამართლო სხდომაზე შვიდი თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა და ორი წლით თანამდებობის დაკავება აეკრძალა.
განაჩენი მოსამართლე ჯვებე ნაჭყებიამ გამოაცხადა.
ზურაბ გირჩი ჯაფარიძე დღევანდელ სასამართლო სხდომას არ დასწრებია.

