აშშ-ის საელჩო საქართველოში არასაიმიგრაციო ვიზის გასაუბრების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს

ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო საქართველოში არასაიმიგრაციო ვიზის გასაუბრების შესახებ ინფორმაციას სოციალური ქსელით ავრცელებს

როგორც საელჩოს ინფორმაციაშია აღნიშნული, გასაუბრებაზე გადაწყვეტილება მიიღება ინდივიდუალური განხილვით, აშშ-ის საიმიგრაციო კანონის შესაბამისად. საკონსულოს ოფიცერი საქართველოსთან თქვენს კავშირს სრულად შეაფასებს, მათ შორის განიხილავს:

ოჯახსა და ახლობლების წრეს

სამსახურსა და ფინანსებს

მოგზაურობის ისტორიას

აშშ-თან ნებისმიერ კავშირს

„გასაუბრებაზე შეგიძლიათ თან იქონიოთ დოკუმენტები, რომელიც ადასტურებს თქვენს კავშირს სამშობლოსთან. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ B1/B2 ტურისტული ვიზებისთვის, ოფიცრებს არ მოეთხოვებათ თქვენი დოკუმენტაციის გადახედვა“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

მსგავსი თემები

ბოლო სიახლეები