ახალქალაქში თავისუფალი სტილით ცურვაში მუნიციპალური ჩემპიონატი გაიმართა

ახალქალაქის სპორტულ კომპლექსში, თავისუფალი სტილით ცურვაში მუნიციპალური ჩემპიონატი გაიმართა.

შეჯიბრი გოგონათა და ვაჟთა გუნდებს შორის, ხუთ ასაკობრივ კატეგორიაში მიმდინარეობდა და მასში 49 ადგილობრივმა სპორტსმენმა მიიღო მონაწილეობა.

საპრიზო ადგილის მფლობელები შესაბამისი ხარისხის სიგელებით, მედლებითა და სიმბოლური პრიზებით დაჯილდოვდნენ.

სპორტულ ღონისძიებას ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილეები, თეიმურაზ მჭედლიძე და მკრტჩ მღდესიანი დაესწრნენ. მათ გამარჯვებულ სპორტსმენებს წარმატება მიულოცეს და ახალგაზრდებს ჯანსაღი ცხოვრების წესის მნიშვნელობაზე ესაუბრნენ.

აღსანიშნავია, რომ მუნიციპალიტეტში სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარებისა და სხვადასხვა ტურნირის მოწყობის მთავარი მიზანი ახალგაზრდებში ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია და დამკვიდრებაა.

ინფორმაციას ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

მსგავსი თემები

ბოლო სიახლეები