Monday, June 16, 2025
22.8 C
Tbilisi

ინფრასტრუქტურის მინისტრის განცხადებით, ახალქალაქი-კარწახის საავტომობილო გზაზე არსებული მდგომარეობა სწრაფ რეაგირებას მოითხოვს

ინფრასტრუქტურის მინისტრი რევაზ სოხაძე, საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარე ლევან დარახველიძესთან, საქართველოს პარლამენტის დეპუტატებთან ანტონ ობოლაშვილთან და სამველ მანუკიანთან ერთად, ახალქალაქი-კარწახის საავტომობილო გზის მდგომარეობას ადგილზე გაეცნო. აღნიშნული გზა სტრატეგიული მნიშვნელობის სატრანსპორტო მარშრუტს წარმოადგენს და ის ახალქალაქის მუნიციპალიტეტს კარწახის სასაზღვრო-გამშვებ პუნქტთან აკავშირებს.

ზამთრის რთული კლიმატური პირობების შედეგად, გზის საფარი მნიშვნელოვნად დაზიანდა, რაც ამ ეტაპზე უკვე ქმნის გადაადგილების სირთულეებს როგორც ადგილობრივი მოსახლეობისთვის, ისე სატრანზიტო ტრანსპორტისთვის.

მინისტრმა განმარტა, რომ არსებული მდგომარეობა მოითხოვს სწრაფ რეაგირებას. საჭიროა გადაუდებელი აღდგენითი ღონისძიებების განხორციელება, რათა უზრუნველყოფილი იყოს უსაფრთხო და გამართული სატრანსპორტო კავშირი რეგიონისთვის.

მსგავსი თემები

0გულშემატკივარიროგორიცაა
3,912მიმდევრებიდაიცვას
0აბონენტებსგამოწერა

ბოლო სიახლეები