Saturday, June 14, 2025
19.8 C
Tbilisi

ნიკა გვარამიას აღკვეთის ღონისძიება გირაო პატიმრობით შეეცვალა

„კოალიცია ცვლილებისთვის“ ლიდერს, ნიკა გვარამიას აღკვეთის ღონისძიება გირაო პატიმრობით შეეცვალა. გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, ჯვებე ნაჭყებიამ მიიღო. აღკვეთის ღონისძიების შეცვლის მიზეზი გირაოს გადაუხდელობა გახდა.

თავად ნიკა გვარამია სასამართლო დარბაზში არ ყოფილა და პროცესის დაწყებამდე აცხადებდა, რომ თავად მივიდოდა რუსთავში არსებულ პენიტენციურ დაწესებულებასთან.

„ქართული ოცნება რაც უფრო უარესად მოიქცევა, მით უფრო სწარაფად დაამთავრებს თავის ხელისუფლებას“, – თქვა ნიკა გვარამიამ მედიასთან საუბრისას მას შემდეგ, რაც სასამართლოს გადაწყვეტილება გამოცხადდა.

ნიკა გვარამიას პარლამენტის დროებით საგამოძიებო კომისიაზე გამოუცხადებლობის გამო აღკვეთის ღონისძიების სახით 30 000-ლარიანი გირაო ჰქონდა შეფარდებული, რომელიც მან არ გადაიხადა.  გირაოს გადახდის ვადა 7 ივნისს ამოიწურა.

მსგავსი თემები

0გულშემატკივარიროგორიცაა
3,912მიმდევრებიდაიცვას
0აბონენტებსგამოწერა

ბოლო სიახლეები