Monday, June 9, 2025
25.8 C
Tbilisi

ლანჩხუთის №3 საჯარო სკოლას ვაჟა თოდუას სახელი მიენიჭა

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის, ალექსანდრე წულაძის ბრძანებით, ლანჩხუთის მე-3 საჯარო სკოლას ვაჟა თოდუას სახელი მიენიჭა.

ვაჟა თოდუა ლანჩხუთის №3 საჯარო სკოლის მოსწავლე იყო. იგი 22 წლის ასაკში, ომში გმირულად დაიღუპა.

ლანჩხუთის მე-3 საჯარო სკოლისთვის ვაჟა თოდუას სახელის მინიჭებასთან დაკავშირებით გამართულ ღონისძიებას დაღუპული მებრძოლის დედა ეთერ თოდუა, სამხედრო გაწვევისა და რეკრუტირების ლანჩხუთის განყოფილების ხელმძღვანელი რევაზ კილაძე, რესურსცენტრის უფროსი ნინო ჩიტაძე და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები დაესწრნენ.

მსგავსი თემები

0გულშემატკივარიროგორიცაა
3,912მიმდევრებიდაიცვას
0აბონენტებსგამოწერა

ბოლო სიახლეები