Monday, June 9, 2025
24.8 C
Tbilisi

გენერალური პროკურატურა მარნეულისა და ჰუჯაბის ეპისკოპოსის, მეუფე გიორგი ჯამდელიანის განცხადებას ეხმაურება

საქართველოს გენერალური პროკურატურა მარნეულისა და ჰუჯაბის ეპისკოპოსის, მეუფე გიორგი ჯამდელიანის განცხადებას ეხმაურება, სადაც სასულიერო პირი მისი განზრახ მკვლელობის მომზადების ფაქტთან დაკავშირებით საუბრობს.

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, საქართველოს პროკურატურამ სხვადასხვა მედიასაშუალებით გავრცელებული მარნეულისა და ჰუჯაბის ეპისკოპოსის, მეუფე გიორგი ჯამდელიანის მიერ გაკეთებული განცხადების საფუძველზე, სადაც ის მისი განზრახ მკვლელობის მომზადების ფაქტთან დაკავშირებით საუბრობს, გამოძიება დაიწყო.

უწყების ცნობით, საქართველოს პროკურატურაში გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 18,108-ე მუხლით (განზრახ მკვლელობის მომზადება) დაიწყო. გამოძიების ფარგლებში ჩატარდება ყველა საჭირო საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები.

მარნეულისა და ჰუჯაბის ეპისკოპოსმა გიორგიმ (ჯამდელიანი) განაცხადა, რომ მის მოწამვლას ცდილობდნენ.

მსგავსი თემები

0გულშემატკივარიროგორიცაა
3,912მიმდევრებიდაიცვას
0აბონენტებსგამოწერა

ბოლო სიახლეები