Monday, June 9, 2025
24.8 C
Tbilisi

თამარ ჩერგოლეიშვილი: მამუკა ხაზარაძე ივანიშვილის უხარისხო კარიკატურაა, ბიძინას კარიკატურა ბიძინას ვერ მოუგებს – ვერც სოფლად, ვერც ქალაქად, ვერც ეროვნულ, ვერც მუნიციპალურ არჩევნებში

„მამუკა ხაზარაძე, თავისი ხარახოზუმიანად, ივანიშვილის უხარისხო კარიკატურაა.

ბიძინას კარიკატურა ბიძინას ვერ მოუგებს – ვერც სოფლად, ვერც ქალაქად, ვერც ეროვნულ, ვერც მუნიციპალურ არჩევნებში.

ბიძინას დამარცხებას მორალური უპირატესობა და თანმიმდევრულობა სჭირდება.

ხაზარაძეს არც ერთი აქვს, არც მეორე.

ჩვენი ეროვნული ამოცანა ბიძინასთან ერთად მისი არაჯანსაღი ამბიციების განეიტრალება და არტახებით შებოჭვაცაა – გასული ერთი კვირა ამის დასტურია.

თუ ჩვენს ბრძოლას წარმატება უწერია, ხაზარაძეც ბიძინასთან ერთად განეიტრალდება – როგორც ოლიგარქი“, – წერს სოციალურ ქსელში  „ფედერალისტების“ წევრი თამარ ჩერგოლეიშვილი.

 

მსგავსი თემები

0გულშემატკივარიროგორიცაა
3,912მიმდევრებიდაიცვას
0აბონენტებსგამოწერა

ბოლო სიახლეები