გურიის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული გიორგი ღურჯუმელიძე, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერთან ალექსანდრე სარიშვილთან და საკრებულოს თავმჯდომარე ბესიკ ტაბიძესთან ერთად სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოების ფარგლებში მიმდინარე ინფრასტრუქტურულ პროექტებს გაეცნო.
აცანა-აკეთისა და სუფსა-გულიანის დამაკავშირებელ გზაზე სამაგრი კედლის მოწყობის სამუშაოებისთვის 8 245 542 ლარია გამოყოფილი. ლესის ადმინისტრაციულ ერთეულში, სოფელ ჭინათში 450 მეტრი სიგრძის ნაპირსამაგრის მოსაწყობად 521 000 ლარი, ხოლო ჩოჩხათის ადმინისტრაციულ ერთეულში, სოფელ კოკათში, გზის რეაბილიტაციის სამუშაოებისთვის – 1 165 657 ლარი დაიხარჯება.