Friday, May 30, 2025
17.8 C
Tbilisi

ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის საკრებულოში კომისიების ერთობლივი სხდომა გაიმართა

ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში საკრებულოს სოციალურ საკითხთა, კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საკითხთა კომისიის, საკრებულოს მუნიციპალური ქონების მართვის, ბუნებრივი რესურსებისა და აგრარულ საკითხთა კომისიის, საკრებულოს სივრცით-ტერიტორიული დაგეგმარების და ინფრასტრუქტურის კომისიის, საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო საკითხთა კომისიის და საკრებულოს „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო“ ფრაქციის ერთობლივი სხდომა გაიმართა.
კომისიებმა იმსჯელეს შემდეგი სამართლებრივი აქტების პროექტებზე:
1. ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის 2025 წლის ბიუჯეტის 3 (სამი) თვის შესრულების ანგარიშის მოსმენისა და შეფასების შესახებ;
2. „ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები მოსახლეობის 2025 წლის ჯანმრთელობის დაცვის და სოციალური დახმარების პროგრამისა და დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2024 წლის 23 დეკემბრის №16 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ.

მსგავსი თემები

0გულშემატკივარიროგორიცაა
3,912მიმდევრებიდაიცვას
0აბონენტებსგამოწერა

ბოლო სიახლეები