ნინოწმინდის კულტურის სახლში საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი გამოფენა მოეწყო

ნინოწმინდის კულტურის სახლში საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი გამოფენა მოეწყო, რომელსაც საკრებულოს თავმჯდომარე ვაან აროიანი, თავმჯდომარის მოადგილე კონსტანტინ ვარდანიანი, საკრებულოს წევრები, საკრებულოს აპარატის წარმომადგენლები და მერიის თანამშრომლები ესწრებოდნენ.

გამოფენაზე წარმოდგენილი იყო მხატვრების ჰამლეტ აროიანისა და ვანიკ თევანიანის მოსწავლეების ნამუშევრები.

გამოფენის შინაარსი შეიცავდა დამოუკიდებელი საქართველოს იდეოლოგიას.

ინფორმაციას ნინოწმინდის საკრებულო ავრცელებს.

მსგავსი თემები

ბოლო სიახლეები