Thursday, May 22, 2025
13.8 C
Tbilisi

რეგიონული განვითარების მინისტრმა სამცხე-ჯავახეთში შეხვედრა გამართა

საქართველოს რეგიონული განვითარების მინისტრმა კახაბერ გულედანმა, სამცხე-ჯავახეთის რეგიონში, რწმუნებულის ადმინისტრაციაში შეხვედრა გამართა.

მინისტრმა მუნიციპალიტეტებში განხორციელებული რეფორმებისა და პროექტების შესახებ დეტალური ინფორმაცია მოისმინა. სამუშაო შეხვედრაზე განიხილეს მიმდინარე და დაგეგმილი ინფრასტრუქტურული პროექტები, სოციალური პროგრამები, სპორტის, კულტურისა და ახალგაზრდობის მიმართულებით განსახორციელებელი ღონისძიებები და არსებული გამოწვევები.

შეხვედრას რეგიონული განვითარების მინისტრის პირველი მოადგილე ლევან ზაუტაშვილი, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო რწმუნებული ზაალ გელაშვილი, რწმუნებულის მოადგილე, სერგი მუშკუდიანი, რეგიონის ექვსივე მუნიციპალიტეტის მერები, საკრებულოს თავმჯდომარეები, სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციისა და შესაბამისი ზედამხედველობის კომპანიების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

რეგიონული განვითარების მინისტრმა ქალაქ ახალციხეში, იაძის ქუჩაზე, №4 საბავშვო ბაგა-ბაღის მშენებლობა დაათვალიერა. პროექტის ფარგლებში, თანამედროვე სტანდარტებზე გათვლილი ორსართულიანი ბაღი შენდება. ეწყობა საბავშვო ჯგუფების ოთახები, საძინებლები, დარბაზი, სამზარეულო და სველი წერტილები. დაგეგმილია საბავშვო ბაღის ეზოს კეთილმოწყობა გასართობი სივრცეებით, ფანჩატურებითა და საჭირო ინფრასტრუქტურით. საბავშვო ბაგა-ბაღი 100 აღსაზრდელზეა გათვლილი და ბიუჯეტი 1 653 470 ლარია. პროექტი სექტემბერში დასრულდება.

ინფორმაციას საქართველოს რეგიონული განვითარების სამინისტრო ავრცელებს.

მსგავსი თემები

0გულშემატკივარიროგორიცაა
3,912მიმდევრებიდაიცვას
0აბონენტებსგამოწერა

ბოლო სიახლეები