Friday, May 16, 2025
20.9 C
Tbilisi

ირაკლი კობახიძე: ევროპული პოლიტიკური გაერთიანების სამიტზე ევროპიდან ყველა ქვეყნის ლიდერი იქნება წარმოდგენილი, საუბარი გვექნება ჩვენი ქვეყნის მთავარ გზავნილებზე

გამოვიყენებთ ამ ფორმატს იმისთვის, რომ სხვადასხვა ქვეყნების ლიდერებს გავესაუბროთ. ბუნებრივია, საუბარი გვექნება ჩვენი ქვეყნის მთავარ გზავნილებზე, რაც უკავშირდება ჩვენს ძირეულ ეროვნულ ინტერესებს, –  ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს ალბანეთში განუცხადა, სადაც ევროპული პოლიტიკური გაერთიანების მე-6 სამიტში მონაწილეობს.

მთავრობის მეთაური სამიტის ფარგლებში სიტყვით გამოვა მრგვალი მაგიდის ფორმატში გამართულ დისკუსიაზე.

„მნიშვნელოვანი სამიტია. ევროპიდან ყველა ქვეყნის ლიდერი იქნება წარმოდგენილი, გვექნება საშუალება, რომ მრგვალი მაგიდის ფორმატში სიტყვით გამოვიდეთ. ასევე, გამოვიყენებთ ამ ფორმატს იმისთვის, რომ სხვადასხვა ქვეყნების ლიდერებს გავესაუბროთ. ბუნებრივია, საუბარი გვექნება ჩვენი ქვეყნის მთავარ გზავნილებზე, რაც უკავშირდება ჩვენს ძირეულ ეროვნულ ინტერესებს“, – განაცხადა პრემიერმა.

მსგავსი თემები

0გულშემატკივარიროგორიცაა
3,912მიმდევრებიდაიცვას
0აბონენტებსგამოწერა

ბოლო სიახლეები