GUARDIANGE-ის ფოტო: მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ბაითალოს მიმდებარე ტერიტორია – 2025 წლის 14 მაისი
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი მონაცემებით, 2025 წლის პირველი კვარტლის ბოლოსთვის მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის სულადობა, წინა წლის შესაბამის მაჩვენებელთან შედარებით, 4.9 პროცენტით შემცირდა და 861.1 ათასი სული შეადგინა.
აქედან, ფურისა და ფურკამეჩის ჯამური რაოდენობა 396.3 ათასი სულით განისაზღვრა, რაც წინა წლის შესაბამისი მაჩვენებელს 4.3 პროცენტით ჩამორჩება.
ღორის რაოდენობა 152.0 ათასი სულით განისაზღვრა, რაც 2.2 პროცენტით ნაკლებია წინა წლის შესაბამის მაჩვენებელზე.
ფრინველის რაოდენობა წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 11.3 პროცენტით გაიზარდა და 8.5 მილიონი ფრთა შეადგინა.
ამასთან, საქსტატის წინასწარი მონაცემებით, 2025 წლის პირველ კვარტალში რძის წარმოებამ 108.5 მილიონი ლიტრი შეადგინა, რაც წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე 3.4 პროცენტით ნაკლებია.
ხორცის წარმოებამ 17.5 ათასი ტონა შეადგინა, რაც 2024 წლის შესაბამის პერიოდის მაჩვენებელზე 6.4 პროცენტით ნაკლებია.
საანგარიშო პერიოდის განმავლობაში წარმოებულია 172.0 მილიონი კვერცხი, რაც წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე 2.2 პროცენტით მეტია.