Tuesday, May 13, 2025
11.4 C
Tbilisi

ვახტანგ ცინცაძე: აპრილში ექსპორტის შთამბეჭდავი ზრდა დაფიქსირდა, ექსპორტის მაჩვენებელი 41 პროცენტზე მეტით არის გაზრდილი

აპრილში ექსპორტის შთამბეჭდავი ზრდა დაფიქსირდა და ექსპორტის მაჩვენებელი 41 პროცენტზე მეტით გაიზარდა, ხოლო ექსპორტის მოცულობამ 617 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. ასევე რეკორდულია როგორც ექსპორტის, ისე საგარეო სავაჭრო ბრუნვის მაჩვენებლები იანვარი – აპრილის პერიოდში. ყოველივე ზემოაღნიშნული კიდევ ერთხელ მიუთითებს ბიზნეს სექტორის მაღალ აქტივობაზე, რაც მაღალი ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლებში აისახება, – განაცხადა საქართველოს  ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, ვახტანგ ცინცაძემ.

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებზე დაყრდნობით, მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, რომ ასევე მზარდია როგორც ტურიზმიდან, ისე სხვა სერვისებიდან მიღებული შემოსავლები.

„ჩვენი მოლოდინია, რომ 2025 წელი იქნება პოზიტიური. საქართველოს მთავრობა, ერთი მხრივ, ხელს უწყობს კერძო სექტორის აქტივობას იმ სახელმწიფო პროგრამებით, რომელიც კერძო სექტორის კონკურენტუნარიანობის ამაღლებაზეა მიმართული, ხოლო მეორე მხრივ, ვინარჩუნებთ მაღალ კაპიტალურ ხარჯებს მშპ-სთან მიმართებით. აღნიშნული ხელს უწყობს ქვეყანაში ინფრასტრუქტურის შექმნას და ინვესტიციების სტიმულირების ეფექტი აქვს. ჩვენ ველოდებით, რომ 2025 წელი იქნება იმაზე მეტად პოზიტიური, ვიდრე ამას საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტები პროგნოზირებენ,“ – აღნიშნა მინისტრის მოადგილემ.

მსგავსი თემები

0გულშემატკივარიროგორიცაა
3,912მიმდევრებიდაიცვას
0აბონენტებსგამოწერა

ბოლო სიახლეები