საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი დიდი ბრიტანეთის ელჩს შეხვდა

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა ანრი ოხანაშვილმა დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს ელჩთან, გარეტ უორდთან შეხვედრა გამართა.

სუს-ის ცნობით, ანრი ოხანაშვილმა და გარეტ უორდმა საქართველოსა და გაერთიანებულ სამეფოს შორის უსაფრთხოების სფეროში მტკიცე პარტნიორული ურთიერთობის მნიშვნელობაზე ისაუბრეს  და ამ მიმართულებით თანამშრომლობის მეტად გაღრმავების შესაძლებლობებზე გაამახვილეს ყურადღება. საუბარი ასევე შეეხო მსოფლიოში მიმდინარე პროცესებსა და უსაფრთხოების თვალსაზრისით არსებულ გამოწვევებს.

ბრიტანეთის ელჩმა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსს თანამდებობაზე დანიშვნა მიულოცა და მომავალ საქმიანობაში წარმატება უსურვა.

მსგავსი თემები

ბოლო სიახლეები