Tuesday, May 13, 2025
14.7 C
Tbilisi

მამუკა ხაზარაძე: პოლიტიკური გადატვირთვის ერთადერთი გზა არის ახალი არჩევნები და პოლიტპატიმრების გათავისუფლება

ბიძინას „ოცნება“ აგონიაშია, კობახიძეს ღია წერილებს აწერინებს მას მერე, რაც ორბანმა არ გაუმართლა და ე.წ ვიცე-პრემიერს ამერიკაში არავინ შეხვდა, – ამის შესახებ „ლელოს“ ლიდერი მამუკა ხაზარაძე სოციალურ ქსელში წერს.

„„დიფ სთეითი“ თუ სადმეა, ეს ბიძინა და მისი მარიონეტები არიან, ამ სიტყვის სრული მნიშვნელობით. ამერიკის „დიფ სთეითს“ ებრძვის თურმე ბიძინა, რომელსაც ქვეყნის ყველა დემოკრატიული ინსტიტუცია მიტაცებული აქვს, მოპარული აქვს არჩევნები და ქვეყანას კომუნისტური, მასიური კორუფციული სისტემით მართავს. მალე დამთავრდება ეს მარაზმი ქვეყანაში, ვერ დაალაგეთ და ვერც დაალაგებთ ვერავისთან! ქვეყანა იზოლაციაში მოაქციეთ და განვითარების პერსპექტივა დაუკარგეთ. ახალი არჩევნები და პოლიტპატიმრების გათავისუფლება – ეს არის პოლიტიკური გადატვირთვის ერთადერთი გზა!“ – წერს მამუკა ხაზარაძე.

მსგავსი თემები

0გულშემატკივარიროგორიცაა
3,912მიმდევრებიდაიცვას
0აბონენტებსგამოწერა

ბოლო სიახლეები