Thursday, May 8, 2025
11.8 C
Tbilisi

ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე კლიმატის ცვლილების თემაზე შეხვედრას დაესწრო

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს პროექტის ფარგლებში- „კლიმატის ცვლილებით გამოწვეული კატასტროფების რისკის შემცირება საქართველოში“ სამიზნე მუნიციპალიტეტების წარმომადგენლებისთვის პროექტის წარდგენის მიზნით საინფორმაციო შეხვედრა ჩატარდა. სამუშაო შეხვედრას ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე თეიმურაზ მჭედლიძე დაესწრო.

შეხვედრზე გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ ,სოლომონ პავლიაშვილმა და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) გარემოს დაცვისა და ენერგეტიკის მიმართულების ხელმძღვანელმა ნინო ანთაძემ , პროექტის ფარგლებში ადგილობრივი მუნიციპალიტეტების შესაძლებლობების მნიშვნელობაზე ისაუბრეს .

პროექტის „კლიმატის ცვლილებით გამოწვეული კატასტროფების რისკის შემცირება საქართველოში“ ფარგლებში, კლიმატის ცვლილებისადმი ადაპტაციის თანამედროვე მექანიზმები, მათ შორის, ჰიდრომეტეოროლოგიური დაკვირვებისა და ადრეული შეტყობინების სისტემები უნდა დაინერგოს.

მონაწილეებმა თემზე დაფუძნებული რისკის მართვის მნიშვნელობა, პროგრამის ფარგლებში მომზადებული საფრთხის რუკები და განსახორციელებელი აქტივობები განიხილეს.

პროექტი „კლიმატის ცვლილებით გამოწვეული კატასტროფების რისკის შემცირება საქართველოში” არსებულ სამიზნე მუნიციპალიტეტებთან ერთად, დამატებით, 15 მუნიციპალიტეტში განხორციელდება და მათ შორის ახალქალაქში.

აღნიშნული პროექტი დაფინანსებულია საქართველოს მთავრობის, კლიმატის მწვანე ფონდის (GCF), შვეიცარიის და შვედეთს მთავრობების მიერ, მის განხორცილებას კი, გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP) უზრუნველყოფს.

 

მსგავსი თემები

0გულშემატკივარიროგორიცაა
3,912მიმდევრებიდაიცვას
0აბონენტებსგამოწერა

ბოლო სიახლეები