ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის ჩოჩხათის ადმინისტრაციულ ერთეულში, სოფელ მოედანში გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები დასასრულს უახლოვდება.
მიმდინარე სამუშაოები ლანჩხუთის მერმა ალექსანდრე სარიშვილმა საკრებულოს თავმჯდომარე ბესიკ ტაბიძესთან ერთად დაათვალიერა.
„აქტიურად ვაგრძელებთ ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგებას. სოფელ მოედანში ასფალტის გზა არასოდეს ყოფილა. მუნიციპალიტეტი განაგრძობს ამ მიმართულებით მუშაობას, წლის განმავლობაში ბევრ სოფელში მოეწყობა და მოწესრიგდება გზები“, – განაცხადა ლანჩხუთის მერმა.
სარეაბილიტაციო სამუშაოებს, რომლის ღირებულება 1 243 575 ლარია, კომპანია „პალადა“ ახორციელებს.
ინფორმაციას ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.