გიორგი ხუბუა ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის (KIU) რექტორის თანამდებობას ტოვებს. ამის შესახებ მან სოციალურ ქსელში დაწერა.
„ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის რექტორის თანამდებობას ვტოვებ პირადი განცხადების საფუძველზე. უფრო მეტი დრო, მინდა, დავუთმო ჩემს აკადემიურ და სამეცნიერო საქმიანობას. მაქვს რამდენიმე სამეცნიერო პროექტი, რომელზე მუშაობაც დაწყებული მქონდა და უფრო ინტენსიურად გავაგრძელებ მათზე მუშაობას. ჩემთვის უდიდესი პატივი და, ამავდროულად, დიდი პასუხისმგებლობა იყო, რექტორის თანამდებობიდან მემსახურა საქვეყნო მნიშვნელობის საქმისთვის, რასაც ახალგაზრდების განვითარებაზე და მათი ცოდნის გაღრმავებაზე ზრუნვა ჰქვია. წარმატებას ვუსურვებ ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტს და მის თითოეულ თანამშრომელს მომავალ საქმიანობაში“, – წერს ხუბუა.
იურიდიულ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი გიორგი ხუბუა ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის (KIU) რექტორად 2024 წლის 23 ივლისს დაინიშნა.