ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი დონალდ ტრამპი 8 მაისს II მსოფლიო ომში გამარჯვების დღედ და 11 ნოემბერს I მსოფლიო ომში გამარჯვების დღედ აწესებს.
„ჩვენი ბევრი მოკავშირე და მეგობარი 8 მაისს გამარჯვების დღეს ზეიმობს, მაგრამ ჩვენ ნებისმიერ სხვა ქვეყანაზე გაცილებით მეტი გავაკეთეთ II მსოფლიო ომში გამარჯვებისთვის. მე 8 მაისს II მსოფლიო ომში გამარჯვების დღედ და 11 ნოემბერს I მსოფლიო ომში გამარჯვების დღედ ვაწესებ. ჩვენ ორივე ომი მოვიგეთ, ვერავინ შეგვედრებოდა ძალით, სიმამაცითა თუ სამხედრო ბრწყინვალებით, მაგრამ ჩვენ არასოდეს არაფერს არ ვზეიმობთ – ეს იმიტომ, რომ აღარ გვყავს ლიდერები, რომლებმაც იციან, როგორ უნდა გაკეთდეს ეს. ჩვენ ვაპირებთ, ისევ დავიწყოთ ჩვენი გამარჯვებების აღნიშვნა“, – წერს ტრამპი სოციალურ ქსელში.