საქართველოს ბავშვთა და სასკოლო სპორტის ეროვნული ფედერაციის ორგანიზებით მიმდინარე სპორტულ ღონისძიებებს, ახალქალაქის მუნიციპალიტეტი შეუერთდა.
„საქართველოს თავისუფლების თამაშები“-ის ფარგლებში გამართულ სპორტულ თამაშებს მაგიდის ჩოგბურთში, ახალქალაქის სპორტულმა სკოლამ უმასპინძლა.
თამაშებში მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებულმა საჯარო სკოლებისა და სპორტული დაწესებულებების მოსწავლეებმა იასაპარეზეს. გამარჯვებულ მონაწილეებს მერიის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა განყოფილების ხელმძღვანელმა აკაკი მელიქიძემ, შესაბამისი ხარისხის დიპლომები და მედლები გადასცა.
ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით ,პროექტი „თავისუფლების თამაშები“ ოთხი მაისის ჩათვლით გაგრძელდება.




