ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერითა და ა(ა)იპ „საკლუბო გაერთიანების“ ორგანიზებით, ქალაქის ცენტრალურ პარკში თემატური ღონისძიება გაიმართა.
ცეკვის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ კონცერტში, მუნიციპალიტეტში მოქმედი ჩვიდმეტი ანსამბლი მონაწილეობდა. ღვაწლმოსილ ქორეოგრაფებს, მერიის კულტურის სამსახურისგან, ქორეოგრაფიის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის მადლობის სიგელები გადაეცათ.
ახალქალაქში ტრადიციად ქცეულ ღონისძიებას ადგილობრივი თვითმმართველობის ხელმძღვანელი პირები, მოქალაქეები და ადმინისტრაციული ერთეულებიდან ჩამობრძანებული სტუმრები ესწრებოდნენ.
ინფორმაციას და ფოტომასალას ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მერიის პრესსამსახური ავრცელებს.




