Sunday, June 8, 2025
17.8 C
Tbilisi

ირაკლი კობახიძე: ეუთოსთან ჩვენი პარტნიორობა უმნიშვნელოვანესია საქართველოს პოლიტიკური სტაბილურობისა და ეკონომიკური მდგრადობის განსამტკიცებლად

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ეუთო-ს გენერალურ მდივანს, ფერიდუნ სინირლიოღლუს საქართველოსთან თანამშრომლობის გაღრმავებაში ჩართულობისთვის მადლობას უხდის. როგორც მთავრობის მეთაური სოციალურ ქსელ X-ში აღნიშნავს, ეუთოსთან პარტნიორობა უმნიშვნელოვანესია საქართველოს პოლიტიკური სტაბილურობისა და ეკონომიკური მდგრადობის განსამტკიცებლად.

„მოხარული ვარ, რომ ვუმასპინძლე ეუთო-ს გენერალურ მდივანს, ბატონ ფერიდუნ სინირლიოღლუს საქართველოში მისი ვიზიტის ფარგლებში. გულწრფელად მადლობელი ვარ გენერალური მდივნის მხრიდან ჩვენი თანამშრომლობის გაღრმავებაში ჩართულობისთვის. ჩვენი პარტნიორობა უმნიშვნელოვანესია საქართველოს პოლიტიკური სტაბილურობისა და ეკონომიკური მდგრადობის განსამტკიცებლად, ასევე რეგიონული თანამშრომლობის წახალისებისა და საერთო გლობალური გამოწვევების დასაძლევად“, – აღნიშნავს ირაკლი კობახიძე.

მსგავსი თემები

0გულშემატკივარიროგორიცაა
3,912მიმდევრებიდაიცვას
0აბონენტებსგამოწერა

ბოლო სიახლეები