Wednesday, April 23, 2025
21.8 C
Tbilisi

მაკა ბოჭორიშვილი ბურუნდის, ლესოტოს, ნეპალისა და ქუვეითის გაეროსთან აკრედიტებულ მუდმივ წარმომადგენლებს შეხვდა

2025 წლის 23 აპრილს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა მიიღო  ბურუნდის, ლესოტოს, ნეპალისა და ქუვეითის მუდმივი წარმომადგენლები გაეროსთან, რომლებიც საქართველოს 21-27 აპრილის პერიოდში სტუმრობენ. მინისტრი მიესალმა ელჩების ვიზიტს საქართველოში და ხაზი გაუსვა ამგვარი ვიზიტების პოზიტიურ მნიშვნელობას.

შეხვედრაზე ელჩებს მიეწოდათ ინფორმაცია საქართველოს საგარეო პრიორიტეტების შესახებ. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო   საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებულ ვითარებას, საქართველოს რეგიონალურ როლს, ქვეყანაში გატარებულ რეფორმებს, ეკონომიკურ შესაძლებლობებსა და ქვეყნის ევროინტეგრაციის პროცესს. საუბარი ასევე შეეხო რეგიონში მიმდინარე მოვლენებს.

მხარეებმა ისაუბრეს  გაეროს ფარგლებში თანამშრომლობის საკითხებზე,  ორგანიზაციაში მიმდინარე აქტუალურ პროცესებზე და საქართველოს ჩართულობაზე საერთაშორისო თანამეგობრობის ძალისხმევაში გლობალურ გამოწვევათა დაძლევის გზაზე.

გაეროსთან აკრედიტებულმა მუდმივმა წარმომადგენლებმა მოინახულეს საოკუპაციო ხაზი სოფელ ხურვალეთთან და ეწვივნენ დევნილთა დასახლებას წეროვანში. ელჩები იმყოფებოდნენ ასევე იუსტიციის სახლში, სადაც გაეცნენ  საქართველოს წარმატებულ გამოცდილებას სახელმწიფო სერვისების მიწოდების კუთხით.

ვიზიტის ფარგლებში, გაეროსთან აკრედიტებული მუდმივი წარმომადგენლები შეხვედრებს გამართავენ საქართველოს საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებთან. აგრეთვე ეწვევიან კახეთისა და აჭარის რეგიონებს. დაგეგმილია შეხვედრა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლებთან.

ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

მსგავსი თემები

0გულშემატკივარიროგორიცაა
3,912მიმდევრებიდაიცვას
0აბონენტებსგამოწერა

ბოლო სიახლეები