საქართველოს თავდაცვის ყოფილ მინისტრს, ირაკლი ოქრუაშვილს დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე გამოუცხადებლობასთან დაკავშირებით თბილისის საქალაქო სასამართლომ აღკვეთი ღონისძიების სახით 20 000-ლარიანი გირაო შეუფარდა. ამასთან, ოქრუაშვილს საქმის გამოძიების დასრულებამდე აეკრძალა საქართველოს საზღვრის კვეთა.
პროკურატურაში გამოძიება 349-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც საგამოძიებო კომისიის კანონიერი მოთხოვნის დაუმორჩილებლობას გულისხმობს. პროკურატურამ გამოძიება ოქრუაშვილის წინააღმდეგ პარლამენტის საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარის, თეა წულუკიანის მიმართვის საფუძველზე დაიწყო. ოქრუაშვილმა საგამოძიებო კომისიის სხდომაზე გამოცხადებაზე უარი თქვა.