Tuesday, April 15, 2025
6.8 C
Tbilisi

თბილისის დიდი დიღმის დასახლებაში კიდევ ორი რეკრეაციული სივრცე ეწყობა

GUARDIANGE-ის 2025 წლის 8 აპრილს გადაღებულ ფოტოზე დიდი დიღომი, გიორგი ბრწყინვალეს ქუჩის მიმდებარე პარკი, სადაც ახალი რეკრეაციული სივრცე მოეწყობა

თბილისის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურმა დიდ დიღომში მეორე რეკრეაციული სივრცის მოწყობა დაიწყო.

როგორც თბილისის მერმა კახა კალაძემ დღეს დედაქალაქის მთავრობის სხომაზე განაცხადა, დემეტრე თავდადებულის ქუჩაზე, ორ ჰექტარ ფართობზე არსებული შუა გამყოფი ზოლის რეაბილიტაცია უკვე მიმდინარეობს, ამჯერად კი მსგავსი ტიპის სამუშაოები დიდი დიღმის მე-3 მიკრორაიონში, N30 კორპუსის მიმდებარედ, ერთ ჰექტარ ფართობზე განხორციელდება.

„აღნიშნული პროექტი ჩვენი წინასაარჩევნო დაპირების ნაწილია. ტერიტორია სრულად მოწესრიგდება, დაირგვება ხე-მცენარეები, გაკეთდება სარწყავი სისტემა, დამონტაჟდება განათების ბოძები LED სანათებით, განთავსდება საპარკე ინფრასტრუქტურა. დიდ დიღომს ძალიან სჭირდება რეკრეაციული სივრცეები. ეს არის ტერიტორია, რომელიც სწრაფად ვითარდება, უამრავი მშენებლობა მიმდინარეობს და შესაბამისად, რეაკრეაციული სივრცეების განვითარება ძალიან მნიშვნელოვანია“, – განაცხადა კახა კალაძემ. 

გარდა ამისა, მერის ინფორმაციით, დიდ დიღომში, გიორგი ბრწყინვალეს ქუჩაზე რეკრეაციული სივრცის რეაბილიტაციას იწყებს საბურთალოს რაიონის გამგეობაც. 12 000 კვ.მ ფართობზე დამონტაჟდება ყველა შესაბამისი საპარკო ინფრასტრუქტურა.

„პროექტის ფარგლებში, მოეწყობა სატრენაჟორო და საბავშვო-გასართობი ზონები, ატრაქციონები შშმ პირთათვის, ძაღლების გასასეირნებელი სივრცე, განათებისა და სარწყავი სისტემები. ტერიტორიაზე შენარჩუნდება არსებული გამწვანება და დაემატება  სხვადასხვა ჯიშის ხე-მცენარე“, – აღნიშნა მერმა. 

გარდა ამისა, მისივე ინფორმაციით, აღნიშნულ მისამართზე საფეხბურთო და საკალათბურთო სპორტული მოედნები განახლდება.

მსგავსი თემები

0გულშემატკივარიროგორიცაა
3,912მიმდევრებიდაიცვას
0აბონენტებსგამოწერა

ბოლო სიახლეები