Tuesday, April 1, 2025
18.8 C
Tbilisi

მარნეულის სოფელ არაფლოს საჯარო სკოლის დირექტორი ისმაილ ფარაჯოვი: აზერბაიჯანელებს და სომხებს საქართველოში მშობლიურ ენაზე განათლების მიღების, ამავე დროს ქართული ენის შესწავლის საშუალება აქვთ

GUARDIANGE – სსიპ მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ არაფლოს საჯარო სკოლის დირექტორი ისმაილ ფარაჯოვი აცხადებს, რომ ბოლო ათწლეულია, რაც სკოლის კურსდამთავრებულების აბსოლუტური უმრავლესობა უმაღლესი განათლების მისაღებად საქართელოს უმაღლეს სასწავლებლებში აბარებს.

GUARDIANGE-ის ფოტოზე: სსიპ მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ არაფლოს საჯარო სკოლის დირექტორი ისმაილ ფარაჯოვი მოსწავლეებთან ერთად

„უკვე ბოლო 10-15 წელია, რაც ჩვენს სკოლაში ქართულის, როგორც მეორე ენის სწავლების დონე საკმაოდ მაღალია და ყოველწლიურად უფრო და უფრო უმჯობესდება. აგერ, სრულიად შემთხვევით, თავად გახდით მომსწრე იმისა, ჩემს კაბინეტში შემოსული მოსწავლეები თუ რამდენად კარგად საუბრობდნენ ქართულ ენაზე.

GUARDIANGE-ის ფოტოზე: სსიპ მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ არაფლოს საჯარო სკოლის დირექტორი ისმაილ ფარაჯოვი მოსწავლეებთან ერთად

„უფრო მეტსაც გეტყვით, გამომდინარე იქიდან, რომ სახელმწიფო ენის შესწავლის სურვილი მაღალია, ჩვენს სკოლაში ქართული სექტორიცაა გახსნილი, მე-8 კლასში მხოლოდ ქართულ ენაზე მიმდინარეობს სწავლება, ამ კლასში 16-ვე ბავშვი ეთნიკურად აზერბაიჯანელია და მთლიანად ქართულ ენაზე სწავლობენ.

GUARDIANGE-ის ფოტოზე: სსიპ მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ არაფლოს საჯარო სკოლის მოსწავლეები

„ჩვენთვის, უფროსი თაობის ადამიანებისთვის, რომელთაც თავის დროზე, ობიექტური მიზეზების გამო, არ გვქონდა ქართული ენის შესწავლის საშუალება, ახლა ამ ასაკში რთულია ამის გაკეთება, მაგრამ მომავალი თაობის წარმომადგენლები ამას ჩინებულად ახერხებენ. თავად ჩემმა ორმა შვილიშვილმა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი დაამთავრა.

„ყოველწლიურად 10 ან მეტი კურსდამთავრებული მაინც მიდის თბილისში სასწავლებლად, სურვლი დიდია. მაგალითად, გასულ წელს 20-ზე მეტმა მე-12 კლასელმა დაამთავრა სკოლა და აქედან 12-მა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტებში განაგრძო სწავლა. ესეც ხომ იმაზე მიუთითებს, რომ სახელმწიფო ენის შესწავლისადმი ინტერესი დიდია, რადგან დღევანდელ პირობებში ქართული ენის კარგად ცოდნა და უმაღლესი განათლების საქართველოში მიღება ეთნიკური აზერბაიჯანელებისათვის ამ ქვეყანაში წარმატების მოპოვების საწინდარს წარმოადგენს. ამასთან, ბავშვებს საშუალება აქვთ ისწავლონ უცხო ენები – ინგლისური, რუსული. რაც უფრო მეტი ენა ეცოდინებათ, მით უფრო წინ წავლენ“, – უთხრა GUARDIANGE-ის ისმაილ ფარაჯოვმა რუსულ ენაზე.

GUARDIANGE-ის ფოტოზე: სსიპ მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ არაფლოს საჯარო სკოლის დირექტორი ისმაილ ფარაჯოვი

დირექტორმა აღნიშნა, რომ ქართული სახელმწიფოს – განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მხრიდან მარნეულის აზერბაიჯანულენოვანი საჯარო სკოლების მიმართ მაღალი ყურადღება და დახმარება იგრძნობა.

„ეთნიკურ აზერბაიჯანელებს, ისევე როგორც სომხებს, საქართველოში ყველანაირი პირობა აქვთ შექმნილი იმისათვის, რომ მშობლიურ ენაზე მიიღონ სასკოლო განათლება, ამავე დროს მაღალ დონეზე შეისწავლონ საქართველოს სახელმწიფო ენა. აზერბაიჯანულენოვანი საჯარო სკოლებისადმი დამოკიდებულება, ჩვენ მიმართ გაწეული დახმარება უაღრესად დასაფასებელია. რაც შეუძლია საქართველოს ხელისუფლებას – განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს, მაქსიმალურად გვერდში გვიდგას, რათა სასწავლო პროცესი გამართულად იყოს წარმართული. მე ძალიან, ძალიან კმაყოფილი ვარ, ამის დაუნახობა არ იქნება. ჩვენი მთავრობისთვის არ აქვს მნიშვნელობა ეს ქართული სკოლაა თუ აზერბაიჯანულენოვანი. საქართელოს მთავრობის მხრიდან დიდ პატივისცემას ვგრძნობთ, ამისათვის ხელისუფლებას მრავალგზის მადლობას ვუხდი. ასევე, მადლობას ვუხდი მარნეულის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელს, ბატონ ხანალი გახრამანოვს, რომელიც ყოველთვის გვერდში გვიდგას.

GUARDIANGE-ის ფოტოზე: სსიპ მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ არაფლოს საჯარო სკოლის მოსწავლეები

„სკოლებში ეტაპობრივად წესრიგდება ინფრასტრუქტურაც. აგერ, მეზობელ სოფელ აღმამედლოში სრულიად ახალი სკოლა შენდება, მალე დასრულდება, სხვა სოფლებშიც აშენდა ან კაპიტალურად გარემონტდა სკოლები და იმედს ვიტოვებ, მალე დადგება ჩვენი ჯერიც. სკოლა, თავადაც უყურებთ დიდია, 300-მდე ბავშვი სწავლობს, საჭიროებს კაპიტალურ რეაბილიტაციას.

„უნდა ითქვას, რომ ბოლო ათწლეულის განმავლობაში განსაკუთრებით არის მომატებული მოსწავლეთა რაოდენობა. წელს 15 მოსწავლე ამთავრებს მე-12 კლასს და ვფიქრობთ, 2025-2026 სასწავლო წელს 25-მდე პირველკლასელი შემოვა და ასეთ შემთხვევაში 300-ზე მეტი მოსწავლე გვეყოლება“, – აღნიშნა ისმაილ ფარაჯოვმა, რომელიც არაფლოს საჯარო სკოლას 1994 წლიდან, 31 წელი, უცვლელად უდგას სათავეში.

დაბლა იხილეთ GUARDIANGE-ის ფოტომასალა, რომელიც გადაღებულია სსიპ მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ არაფლოს საჯარო სკოლაში 2025 წლის 28 მარტს

GUARDIANGE-ის ფოტოზე: სსიპ მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ არაფლოს საჯარო სკოლის მოსწავლეები
GUARDIANGE-ის ფოტოზე: სსიპ მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ არაფლოს საჯარო სკოლის მოსწავლეები
GUARDIANGE-ის ფოტოზე: სსიპ მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ არაფლოს საჯარო სკოლის მოსწავლეები
GUARDIANGE-ის ფოტოზე: სსიპ მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ არაფლოს საჯარო სკოლის მოსწავლეები
GUARDIANGE-ის ფოტოზე: სსიპ მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ არაფლოს საჯარო სკოლის მოსწავლეები
GUARDIANGE-ის ფოტოზე: სსიპ მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ არაფლოს საჯარო სკოლის მოსწავლეები
GUARDIANGE-ის ფოტოზე: სსიპ მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ არაფლოს საჯარო სკოლის მოსწავლეები
GUARDIANGE-ის ფოტოზე: სსიპ მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ არაფლოს საჯარო სკოლის მოსწავლეები
GUARDIANGE-ის ფოტოზე: სსიპ მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ არაფლოს საჯარო სკოლის მოსწავლე
GUARDIANGE-ის ფოტოზე: სსიპ მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ არაფლოს საჯარო სკოლის მოსწავლეები
GUARDIANGE-ის ფოტოზე: სსიპ მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ არაფლოს საჯარო სკოლის მოსწავლეები
GUARDIANGE-ის ფოტოზე: სსიპ მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ არაფლოს საჯარო სკოლის მოსწავლეები
GUARDIANGE-ის ფოტოზე: სსიპ მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ არაფლოს საჯარო სკოლის მოსწავლეები
GUARDIANGE-ის ფოტოზე: სსიპ მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ არაფლოს საჯარო სკოლის მოსწავლეები
GUARDIANGE-ის ფოტოზე: სსიპ მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ არაფლოს საჯარო სკოლის მოსწავლეები
GUARDIANGE-ის ფოტოზე: სსიპ მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ არაფლოს საჯარო სკოლა
GUARDIANGE-ის ფოტოზე: სსიპ მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ არაფლოს საჯარო სკოლის დირექტორი ისმაილ ფარაჯოვი მოსწავლეებთან ერთად
GUARDIANGE-ის ფოტოზე: სსიპ მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ არაფლოს საჯარო სკოლის დირექტორი ისმაილ ფარაჯოვი მოსწავლეებთან ერთად
GUARDIANGE-ის ფოტოზე: სსიპ მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ არაფლოს საჯარო სკოლის დირექტორი ისმაილ ფარაჯოვი

 

მსგავსი თემები

0გულშემატკივარიროგორიცაა
3,912მიმდევრებიდაიცვას
0აბონენტებსგამოწერა

ბოლო სიახლეები