Monday, March 31, 2025
13.8 C
Tbilisi

„საქართველოს სასკოლო სპორტული ოლიმპიადა 2025“-ის რეგიონულ თამაშს სოფელ კორხის სპორტულმა დარბაზმა უმასპინძლა

„საქართველოს სასკოლო სპორტული ოლიმპიადა 2025“-ის რეგიონულ თამაშს სოფელ კორხის სპორტულმა დარბაზმა უმასპინძლა.

ახალქალაქის  მუნიციპალიტეტის მერის, მელქონ  მაკარიანის მხარდაჭრითა და მერიის განათლების ,კულტურის, სპორტის, ძეგლთა დაცვისა და ახალგაზრდულ საქმეთა  სამსახურის ორგანიზებით, ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ  კორხის სპორტულ დარბაზში

“სასკოლო სპორტული ოლიმპიადა 2025” -ის  ფარგლებში, ფრენბურთში  რეგიონული თამაშები გაიმართა.

ოლიმპიადაში გოგონათა და ვაჟთა 12 გუნდი  მონაწილეობდა.

ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ მაჭატიის საჯარო სკოლის ვაჟთა გუნდმა, საპრიზო – მესამე ადგილი დაიკავა.

ტურნირი საინტერესო და დაძაბულ ვითარებაში  წარიმართა.

საპრიზო ადგილის მფლობელი გუნდები თასებით, მედლებითა და სიგელებით დაჯილდოვდნენ.

გამარჯვებული გუნდები სამცხე-ჯავახეთის სახელით, ,,სასკოლო სპორტული ოლიმპიადა 2025’-ის ზონალურ თამაშებში მიიღებენ მონაწილეობას.

ინფორმაციას ახალქალაქის  მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს და სოფელ მაჭატიის საჯარო სკოლის გუნდსა და  რეგიონის მასშტაბით, საპრიზო ადგილზე გასულ  მონაწილეებს ულოცავს  გამარჯვებას და შემდეგ ტურნირში წარმატებას უსურვებს.

 

მსგავსი თემები

0გულშემატკივარიროგორიცაა
3,912მიმდევრებიდაიცვას
0აბონენტებსგამოწერა

ბოლო სიახლეები