ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერმა, ალექსანდრე სარიშვილმა პირველ მოადგილე ეკატერინე გუჯაბიძესთან ერთად სასკოლო სპორტულ ოლიმპიადაში გამარჯვებულ მოსწავლეებს სპეციალური ფორმები გადასცა.
სასკოლო სპორტულ ოლიმპიადაში საჯარო და მართლმადიდებლური სკოლების 110 მოსწავლე იღებდა მონაწილეობას.
გამარჯვებულები სპორტის სხვადასხვა სახეობაში, რეგიონულ ტურნირებში იასპარეზებენ.