Wednesday, March 19, 2025
10.8 C
Tbilisi

ახალქალაქის სოფელ ბუზავეთის საჯარო სკოლის დირექტორი და პედაგოგები, რომლებიც მშობლიურ სოფელს დაუბრუნდნენ, განათლების სამინისტროს მიმართ მადლიერებას გამოხატავენ

GUARDIANGE – სსიპ ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ბუზავეთის საჯარო სკოლის მოსწავლეები და მასწავლებლები მშობლიურ სკოლას დაუბრუნდნენ. 2024 წლის ოქტომბრის ბოლომდე ისინი, ბოლო 2 წლის განმავლობაში დროებით კარტიკამის საჯარო სკოლაში მეორე ცვლაში იყვნენ, რადგან ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს შეფასებით ბუზავეთის სკოლის შენობა, დაზიანებებიდან გამომდინარე, ჩანაცვლებას ექვემდებარეობოდა. თუმცა სკოლის დირექცია, პედაგოგები, და მშობლები მიიჩნევდნენ, რომ სკოლის შენობა კაპიტალურ ნაგებიბას წარმოადგენდა და იქ სწავლის გაგრძელება უსაფრთხო იყო.

ბუზავეთის საჯარო სკოლის დირექტორმა, დერენიკ აკოპიანმა სკოლის პედკოლექტივის, მოსწავლეებისა და მშობლების სახელით საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს წერილით მიმართა და სთხოვა, რომ სასწავლო პროცესის ბუზავეთში გაგრძელების უფლება მიეცათ. სამინისტროს გადაწყვეტილებით, 2024 წლის ნოემბრიდან სწავლა ბუზავეთის საჯარო სკოლაში განახლდა და მას შემდეგ სასწავლო პროცესი შეუფერხებლად მიმდინარეობს.

GUARDIANGE-ის ფოტოზე: სსიპ ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ბუზავეთის საჯარო სკოლა და ეზო

როგორც GUARDIANGE-ის სკოლის დირექტორმა დერენიკ აკოპიანმა განუცხადა, დიდთოვლობის მიუხედავად, სწავლის პროცესის წარმართვისას პრობლემები არ შექმნილა და მოსწავლეები და პედაგოგები კმაყოფილი არიან განათლების სამინისტროს გადაწყვეტილებით.

GUARDIANGE-ის ფოტოზე: სსიპ ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ბუზავეთის საჯარო სკოლის დირექტორი დერენიკ აკოპიან

„მართალია, ჩვენი სკოლის შენობა ძველი ნაგებობაა, მაგრამ საკმაოდ მდგრადია და ეს წელსაც გამოჩნდა. თებერვალში ერთ მეტრამდე თოვლი მოვიდა, მაგრამ არც სახურავს და არც კედლებს არავითარი პრობლემა არ შექმნია. სახურავი 2022 წელს ახალქალაქის მერიის დახმარებით გამოვცვალეთ, რემონტიც გაკეთებულია, ვიდეო კამერებიც დამონტაჟებულია და სკოლაში უსაფრთხო გარემოა შექმნილი. იქიდან გამომდინარე, რომ სოფელში ჯერჯერობით ბუნებრივი აირი არ არის შემოყვანილი, გათბობისთვის ბრიკეტებს და შეშას ვიყენებთ და თუკი გაზი გვექნება, ბუნებრივია, მაშინ ცენტრალურ გათბობას დავაყენებთ და უფრო სუფთად და თბილადაც ვიქნებით. ინფრასტრუქტურის მხრივ, ნორმალური მდგომარეობაა, მაგრამ სკოლის გადასწვრივ, ცალკე მდგომი შენობა, რომელშიც ბიბლიოთეკაა განთავსებული, სახურავის გამოცვლას და კაპიტალურ რემონტს საჭიროებს. ვფიქრობ, ამ საკითხზე განათლების სამინისტროს ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს მივმართოთ და თუ მათგან თანხმობა გვექნება, მაშინ გავარემონტებთ ამ შენობის გარკვეულ ნაწილს, ორ საკლასო ოთახს მაინც, რომ ორ ცვლაში არ მოგვიწიოს სწავლა. ამჟამად, საკლასო ოთახების ნაკლებობიდან გამომდინარე, სასწავლო პროცესი ორ ცვლაში მიმდინარეობს – დილის 9 საათზე ვიწყებთ სწავლას და 17:00 საათისთვის ვასრულებთ“, – უთხრა GUARDIANGE-ის დერენიკ აკოპიანმა.

GUARDIANGE-ის ფოტოზე: სსიპ ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ბუზავეთის საჯარო სკოლის პედაგოგები და მოსწავლეები

დირექტორი სკოლის პედკოლექტივის, მოსწავლეებისა და მშობლების სახელით მადლობას უხდის საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს იმისათვის, რომ მათ მშობლიურ სოფელში სწავლის გაგრძელების საშულება მიეცათ.

„დიდი მადლობა განათლების სამინისტროს, რომელმაც ჩვენი გულისტკივილი გაიზიარა და უფლება მოგვცა ჩვენივე სოფელში განგვეგრძო 2024-2025 წლის სასწავლო პროცესი. ეს ჩვენთვის ძალიან დიდ რამეს ნიშნავს, რადგან აღარ გვიწევს მეზობელ სოფელში, კარტიკამში სიარული, რაც განსაკუთრებით დამღლელი იყო დაწყებითი კლასების მოსწავლეებისათვის. მეორე ცვლაში საღამოს 8 საათზე ვრჩებოდით და ამ დროს პირველკლასელებს უკვე ძილი ერეოდათ. განსაკუთრებით რთული იყო ზამთრის პერიოდში, თოვლიან ამინდებში გადაადგილება.

GUARDIANGE-ის ფოტოზე: ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელი ბუზავეთის კარტიკამისკენ მიმავალი გზა და მიმდებარე ტერიტორია

„მოკლედ, საბედნიეროდ, ეს სირთულეები უკან მოვიტოვეთ. კარტიკამის სკოლის დირექციას, უშუალოდ დირექტორს, ბატონ არარატ ელიზბარიანს დიდ მადლობას ვუხდი იმისათვის, რომ ბოლო წლები მის სკოლაში კომფორტულად გავატარეთ, კარგად მოწყობილ სასკოლო გარემოში გვიწევდა ყოფნა, მაგრამ კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ გზა, მისვლა-მოსვლა, გვიანობამდე სწავლა დამღლელი იყო, როგორც ბავშვებისთვის, ისე პედაგოგებისთვის“, – აღნიშნა დერენიკ აკოპიანმა.

GUARDIANGE-ის ფოტოზე: სსიპ ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ბუზავეთის საჯარო სკოლის დირექტორი დერენიკ აკოპიან

მან ასევე თქვა, რომ სკოლაში სახელმწიფო ენის სწავლების მხრივ მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და ბოლო წლების განმავლობაში სულ უფრო მეტი კურსდამთავრებული აბარებს საქართველოს სხვადასხვა უმაღლეს სასწავლებელში.

„მიმაჩნია, რომ საქართველოში მცხოვრებმა ყველა ეროვნების ადამიანმა უნდა იცოდეს ქვეყნის სახელმწიფო ენა. ჩვენ, ახალქალაქის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ ეთნიკურ სომხებს ყველანაირი პირობა გვაქვს შექმნილი იმისათვის, რომ სომხურ ენაზე მივიღოთ სასკოლო განათლება და ამავე დროს, კარგად შევისწავლოთ ქართული ენა. სამწუხაროდ, ჩემს ბავშვობაში ამას მოკლებული ვიყავით, კვირაში 1 ან 2 საათი ეთმობოდა ქართულ ენას და მასწავლებელი წერა-კითხვას თუ შეასწავლიდა მოსწავლეებს, ეს უკვე დიდ მიღწევად ითვლებოდა. ამიტომ, მე და ჩემი თაობის ადამიანებმა სკოლა ისე დავამთავრეთ, რომ არ ვიცოდით ქართული და მე პირადად, მოგვიანებით მომიწია მისი შესწავლა. ამ მხრივ ძალიან წამადგა ქუთაისში, ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლაში გავლილი კურსები. პრაქტიკულად, იქ ვისწავლე ქართული ენა“, – განაცხადა დერენიკ აკოპიანმა.

ქართულის როგორც მეორე ენის უფროსი მასწავლებლის, ალვინა ქოიანის თქმით, მოსწავლეთა ნაწილი სახელმწიფო ენას დიდი მონდომებით სწავლობს და ზოგიერთ მათგანს საუკეთესო შედეგი აქვს, მაგრამ გამომდინარე იქიდან, რომ ბუზავეთსა და მიმდებარე სოფლებში კომპაქტურად ეთნიკური სომხები არიან დასახლებული, ბავშვებს ქართულენოვან გარემოსთან კომუნიკაციის შესაძლებლობა არ აქვთ და ამიტომ მათ ქართულ ენაზე საუბარი უჭირთ.

„არა მარტო ბავშვებს, ჩვენც, ეროვნებით სომეხ მასწავლებლებსაც, ვინც ქართულ ენას ვასწავლით, ამ მოცემული მდგომარეობის გამო, რომ აქ და მიმდებარედ მხოლოდ ეთნიკური სომხები ვცხოვრობთ, თანდათან ვატყობთ, რომ საუბრის მხრივ გარკვეულწილად რაღაც მთლად ისე არ არის, როგორც უნდა იყოს, რადგან გარშემო არავინაა, ვისაც ქართულ ენაზე დაველაპარაკებით. როდესაც ჩვენი კურსდამთავრებულები თბილისში მიდიან სასწავლებლად, იქ უკვე, ქართულენოვან გარემოში, სტუდენტები ახალ რეალობაში ხვდებიან და კარგად ავითარებენ ენის ცოდნას“, – უთხრა GUARDIANGE-ის ალვინა ქოიანმა.

დაბლა გთავაზობთ, ვიდეოჩანაწერებს ქართულის როგორც მეორე ენის გაკვეთილებიდან მე-4 და მე-8 კლასებში.

დაბლა გთავაზობთ ფოტომასალას

GUARDIANGE-ის ფოტოზე: სსიპ ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ბუზავეთის საჯარო სკოლის დირექტორი დერენიკ აკოპიან
GUARDIANGE-ის ფოტოზე: ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელი ბუზავეთი

GUARDIANGE-ის ფოტოზე: სსიპ ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ბუზავეთის საჯარო სკოლის დირექტორი დერენიკ აკოპიან და მასწავლებელი კარინე აკოპიან
GUARDIANGE-ის ფოტოზე: სსიპ ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ბუზავეთის საჯარო სკოლის პედაგოგები და მოსწავლეები
GUARDIANGE-ის ფოტოზე: სსიპ ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ბუზავეთის საჯარო სკოლის პედაგოგები და მოსწავლეები
GUARDIANGE-ის ფოტოზე: სსიპ ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ბუზავეთის საჯარო სკოლის პედაგოგები და მოსწავლეები
GUARDIANGE-ის ფოტოზე: სსიპ ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ბუზავეთის საჯარო სკოლის პედაგოგები და მოსწავლეები
GUARDIANGE-ის ფოტოზე: სსიპ ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ბუზავეთის საჯარო სკოლის პედაგოგები და მოსწავლეები
GUARDIANGE-ის ფოტოზე: სსიპ ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ბუზავეთის საჯარო სკოლის დირექტორი დერენიკ აკოპიან
GUARDIANGE-ის ფოტოზე: სსიპ ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ბუზავეთის საჯარო სკოლის დირექტორი დერენიკ აკოპიან
GUARDIANGE-ის ფოტოზე: სსიპ ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ბუზავეთის საჯარო სკოლის შენობა და ეზო
GUARDIANGE-ის ფოტოზე: სსიპ ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ბუზავეთის საჯარო სკოლის ბიბლიოთეკა, რომელიც კაპიტალურ რემონტს საჭიროებს
GUARDIANGE-ის ფოტოზე: ქართულის როგორც მეორე ენის გაკვეთილი სსიპ ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ბუზავეთის საჯარო სკოლის მე-8 კლასში – მასწავლებელი ალვინა ქოიანი

GUARDIANGE-ის ფოტოზე: ქართულის როგორც მეორე ენის გაკვეთილი სსიპ ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ბუზავეთის საჯარო სკოლის მე-4 კლასში – მასწავლებელი ალვინა ქოიანი
GUARDIANGE-ის ფოტოზე: ქართულის როგორც მეორე ენის გაკვეთილი სსიპ ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ბუზავეთის საჯარო სკოლის მე-4 კლასში – მასწავლებელი ალვინა ქოიანი
GUARDIANGE-ის ფოტოზე: ქართულის როგორც მეორე ენის გაკვეთილი სსიპ ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ბუზავეთის საჯარო სკოლის მე-4 კლასში – მასწავლებელი ალვინა ქოიანი
GUARDIANGE-ის ფოტოზე: სსიპ ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ბუზავეთის საჯარო სკოლის ბიბლიოთეკა, რომელიც კაპიტალურ რემონტს საჭიროებს

მსგავსი თემები

0გულშემატკივარიროგორიცაა
3,912მიმდევრებიდაიცვას
0აბონენტებსგამოწერა

ბოლო სიახლეები