Monday, March 10, 2025
13.8 C
Tbilisi

„ბაკურიანი 2025“-ის თემაზე საკოლექციო დანიშნულების 5 ლარის ნომინალის ვერცხლის მონეტის რეალიზაცია 10:00 საათიდან დაიწყება

საქართველოს ეროვნული ბანკი ევროპის ზამთრის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის, „ბაკურიანი 2025“-ის თემაზე საკოლექციო დანიშნულების მონეტის რეალიზაციას იწყებს. ინფორმაციას ეროვნული ბანკი ავრცელებს.

მათივე ცნობით, მონეტების რეალიზაცია  2025 წლის 10 მარტს, 10:00 საათიდან ელექტრონული პლატფორმის – www.tkt.ge და საქართველოს ეროვნული ბანკის სალაროებიდან მოხდება შემდეგი პირობებით: www.tkt.ge პლატფორმაზე მონეტების შეძენა რეალიზაციის დაწყებიდან პირველი სამი დღის განმავლობაში იქნება შესაძლებელი.

Tkt.ge-ის პლატფორმიდან მონეტის შეძენის შემთხვევაში სარეალიზაციო ღირებულებას დაემატება მიწოდების ღირებულება – თბილისის შემთხვევაში შვიდი ლარი, რეგიონების შემთხვევაში 20 ლარი;  დაზღვევის ღირებულება – მონეტის სარეალიზაციო ფასის 0.4% (0.44 ლარი); ვებგვერდის მომსახურების საკომისიო – მონეტის სარეალიზაციო ფასის 6% (6.60 ლარი).

მონეტის შეძენასთან დაკავშირებულ ნებისმიერ საკითხზე საკონტაქტო ინფორმაცია: ელ. ფოსტა: support@tkt.ge, ტელ: 032 2 19 55 77.

ეროვნული ბანკის საკასო ცენტრისა და ყვარლის ფულის მუზეუმის სალაროებიდან მონეტის შეძენა შესაძლებელი იქნება შემდეგ მისამართებზე: საკასო ცენტრი – მისამართი: თბილისი, იასონ ლორთქიფანიძის ქ. 2 (კახეთის გზატკეცილი 72), სამუშაო საათები ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით 10:00-17:00, შესვენება 13:00-14:00; ყვარლის ფულის მუზეუმი – მისამართი: ქ. ყვარელი, შოთა რუსთაველის ქ. 10, სამუშაო საათები ხუთშაბათიდან ორშაბათის ჩათვლით 10:00-17:00, შესვენება 13:00-14:00.

სალაროში მონეტის შესაძენად მომხმარებელმა თან უნდა იქონიოს პირადობის დამადასტურებელი საბუთი.

2025 წლის 13 მარტიდან, მონეტის სარეალიზაციო მარაგის არსებობის შემთვევაში, მისი რეალიზაცია, სალაროების პარალელურად, გაგრძელდება სებ-ის ფულის მუზეუმის ინტერნეტმაღაზიიდანაც https://moneymuseum.nbg.gov.ge/

იმისთვის, რომ მონეტის შეძენა შეძლოს მაქსიმალურად ბევრმა დაინტერესებულმა პირმა, რეალიზაციის დაწყებიდან პირველი 5 დღის განმავლობაში მონეტა ლიმიტირებულად გაიყიდება, ერთ მომხმარებელს შეეძლება შეიძინოს მხოლოდ ერთი ცალი მონეტა. შეზღუდვა ვრცელდება ყველა ოფიციალურ სარეალიზაციო არხზე ერთობლივად და ეროვნული ბანკი თითო მომხმარებელზე გასცემს მის მიერ ამ პერიოდში შეძენილ მხოლოდ ერთ ცალ მონეტას. მონეტის სარეალიზაციო ფასი 110 ლარია.

მონეტის დიზაინის ესკიზი „ბაკურიანი 2025“ საორგანიზაციო კომიტეტთან თანამშრომლობით მომზადდა, ხოლო მონეტები პოლონეთის ზარაფხანაში 5,000-იანი ტირაჟით მოიჭრა“, – აღნიშნულია ეროვნული ბანკის ინფორმაციაში.

მონეტის დეტალური აღწერა იხილეთ ბმულზე. 

TKT.GE მეშვეობით მონეტის შეძენისას გასათვალისწინებელი ინფორმაცია.

მსგავსი თემები

0გულშემატკივარიროგორიცაა
3,912მიმდევრებიდაიცვას
0აბონენტებსგამოწერა

ბოლო სიახლეები