Sunday, March 9, 2025
10.8 C
Tbilisi

საქართველოს პრეზიდენტს მიხეილ ყაველაშვილს 13 ქვეყნის ელჩებმა რწმუნებათა სიგელები გადასცეს

ორბელიანების სასახლეში საქართველოს პრეზიდენტისათვის ელჩების მიერ რწმუნებათა სიგელების გადაცემის ცერემონია გაიმართა.

საქართველოს პრეზიდენტს, მიხეილ ყაველაშვილს რწმუნებათა სიგელები გადასცეს ბელგიის, ლუქსემბურგის, ფილიპინების, კამბოჯის, კვიპროსის, მალაიზიის, პაკისტანის, სომალის, ბურუნდის, გვატემალის, მალის, კორეისა და ტაჯიკეთის ელჩებმა.

პრეზიდენტმა დიპლომატებთან ქვეყნებს შორის მრავალმხრივი თანამშრომლობის გაღრმავების საკითხები განიხილა და ელჩებს თავიანთ საქმიანობაში წარმატება უსურვა.

ღონისძიებას ესწრებოდნენ საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი ქეთევან კვინიკაძე და საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გიორგი ზურაბაშვილი.

მსგავსი თემები

0გულშემატკივარიროგორიცაა
3,912მიმდევრებიდაიცვას
0აბონენტებსგამოწერა

ბოლო სიახლეები