Wednesday, February 26, 2025
-0.2 C
Tbilisi

ახალქალაქის მუნიციპალიტეტში, ინტენსიური თოვისა და ქარბუქის გამო, გზების რამდენჯერმე გაწმენდა ხდება საჭირო

ახალქალაქის მუნიციპალიტეტში, თოვლის სახით მოსულმა დიდი ოდენობით ნალექმა, ადმინისტრაციულ ერთეულებში გადაადგილების შეფერხება გამოიწვია.

ახალქალაქის  მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე თეიმურაზ მჭედლიძე, შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლებთან ერთად, გზების გაწმენდის  მიმდინრე სამუშაოებს ადგილზე ეცნობა.

ამ ეტაპისთვის, სპეცტექნიკა მუშაობს სოფლებში – ვარევანში, ალასტანში, გოკიოში, ხანდოში, აფნიაში, გოგაშენში, ქარცეფსა და აზმანაში. ინტენსიური თოვისა და  ქარბუქის გამო, გზების რამდენჯერმე გაწმენდა ხდება საჭირო.

მუნიციპალიტეტში შემავალი 64 სოფლიდან, ქალაქის მიმართულებით სამოძრაო    ტერიტორიებზე  სპეცტექნიკა მობილიზებულია და 24-საათიან რეჟიმში მუშაობს, ყველაფერი კეთდება თავისუფალი გადაადგილების უზრუნველსაყოფად.

ინფორმაციას ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

მსგავსი თემები

0გულშემატკივარიროგორიცაა
3,912მიმდევრებიდაიცვას
0აბონენტებსგამოწერა

ბოლო სიახლეები