Thursday, November 21, 2024
11.8 C
Tbilisi

ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ აღვში რკინა-ბეტონის საფარი იგება

ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ აღვში საავტომობილო გზაზე არმირებული რკინა-ბეტონის საფარის მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს.

მიმდინარე სამუშაოები დაათვალიერეს რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილემ ალუდა თუთისანმა, რეგიონული პროექტების და კოორდინირების სამსახურის უფროსმა ლევან ცხვედიანმა, ცაგერის მუნიციპალიტეტის მერმა ლევან ზალკალიანმა, მერის პირველმა მოადგილემ მამუკა ხიმშიაშვილმა, მერიის ზედამხედველობის სამსახურის უფროსმა გელა მამარდაშვილმა.

პროექტის სახელშეკრულებო ღირებულებაა 1 279 733 ლარი.

სამუშაოები მიმდინარე წლის ნოემბრის ბოლოს უნდა დასრულდეს.

პროექტი რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ფინანსდება.

ინფორმაციას ცაგერის მერია ავრცელებს.

მსგავსი თემები

0გულშემატკივარიროგორიცაა
3,912მიმდევრებიდაიცვას
0აბონენტებსგამოწერა

ბოლო სიახლეები