ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომაზე დღის წესრიგით გათვალისწინებული ექვსი საკითხი განიხილეს და დაამტკიცეს.
- შეხვედრა თავდაცვის ძალების წარმომადგენელთან 2025 წლიდან წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში გაწვევასთან დაკავშირებით.
- ახალქალაქის მუნიციპალიტეტის 2025 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2024 წლის 23 დეკემბრის № 23 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
- საკრებულოს მოსამსახურეთა საშტატო განრიგის დამტკიცების შესახებ
- საკრებულოს წევრის საქმიანობის განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების შესახებ
- ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების საპრივატიზაციო ობიექტების ნუსხის დამტკიცების შესახებ
- ახალქალაქის მუნიციპალიტეტის პერსონალური ასისტენტის სერვისის პროგრამის დამტკიცების შესახებ
ინფორმაციას ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულო ავრცელებს.