Friday, January 31, 2025
5.8 C
Tbilisi

ნინოწმინდის მერიის გადაწყვეტილებით, წარჩინებული სტუდენტები 500 ლარის ოდენობით ფულად დახმარებას მიიღებენ

ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის მერიის გადაწყვეტილებით, წარჩინებული სტუდენტები ფულად დახმარებას 500 ლარის ოდენობით მიიღებენ.

ფულადი დახმარებით ის სტუდენტები ისარგებლებენ, რომლებიც მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არიან რეგისტრირებული,  უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში სწავლობენ (გარდა მოსამზადებელი და სამაგისტრო კურსებისა) და აქვთ მაღალი აკადემიური მოსწრება (91/100 ქულა).

დახმარების მისაღებად სტუდენტმა უნდა წარმოადგინოს შემდეგი სახის დოკუმენტაცია։

  • განცხადება მერის სახელზე
  • სტუდენტის პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი
  • ცნობა სწავლის ადგილიდან
  • ამონაწერი სტუდენტის სასწავლო ბარათიდან
  • სტუდენტის საბანკო რეკვიზიტები.

ინფორმაციას ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის მერიის პრესსამსახური ავრცელებს.

მსგავსი თემები

0გულშემატკივარიროგორიცაა
3,912მიმდევრებიდაიცვას
0აბონენტებსგამოწერა

ბოლო სიახლეები