ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის საკრებულოში რამდენიმე კომისიის – სოციალურ საკითხთა, კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საკითხთა კომისიის, საკრებულოს მუნიციპალური ქონების მართვის, ბუნებრივი რესურსებისა და აგრარულ საკითხთა კომისიის, საკრებულოს სამანდატო, საპროცედურო, იურიდიულ საკითხთა და ეთიკის კომისიის, საკრებულოს სივრცით-ტერიტორიული დაგეგმარების და ინფრასტრუქტურის კომისიის ერთობლივი სხდომა გაიმართა.
კომისიებმა იმსჯელეს შემდეგი სამართლებრივი აქტების პროექტებზე:
1. ,,ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის 2025 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ” ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2024 წლის 23 დეკემბრის №13 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე (მომხს.: ს. არზუმანიანი).
2. ,,ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს პოლიტიკურ თანამდებობის პირთა, პროფესიულ საჯარო მოხელეთა რანგირების, აპარატის მოსამსახურეთა საშტატო ნუსხის დამტკიცების და თანამდებობრივი სარგოს ოდენობის განსაზღვრის შესახებ“ ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2024 წლის 23 დეკემბრის #14 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ (მომხს.: ა. ჰახვერდიანი);
3. ,,ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების (გარდა თანამდებობის პირებისა) უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების წესის დამტკიცების შესახებ“ ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2023 წლის 27 თებერვლის #5 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ (მომხს.: ა. ჰახვერდიანი);
4. ,,ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები მოსახლეობის 2025 წლის ჯანმრთელობის დაცვის და სოციალური დახმარების პროგრამისა და დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2024 წლის 23 დეკემბრის #16 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ (მომხს.: ჯ. ხმალაძე).