ახალქალაქის მუნიციპალიტეტის კულტურის სახლის ორგანიზებითა და მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით, ფესტივალ-კონკურსი „ლექსის მხატვრული კითხვა 2024“ ჩატარდა.
ღონისძიებაში მუნიციპალიტეტის მასშტაბით 22 კონსურსანტი მონაწილეობდა.
სპეციალურად ამ ფესტივალისთვის შექმნილმა ჟიურიმ გამარჯვებული მონაწილეები გამოავლინა და მათ საპატიო წოდებებთან ერთად, სხვადასხვა ჯილდო, სიგელი და საჩუქრები გადასცა.
ღინისძიებას ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები და სხვადასხვა ადმინისტრაციული ეთეულებიდან მოწვეული სტუმრები და მოქალაქეები ესწრებოდნენ.
ფესტივალ-კონკურსში მონაწილეები ქართველი და სომეხი პოეტების შემოქმედებით წარსდგნენ სტუმრების წინაშე. ღონისძიებაც ტრადიციულად,
ქართულ-სომხური მხატვრული პოეზიის განვითარებასა და პოპულარიზაციას მიეძღვნა.
ინფორმაციას ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მერიის პრესსამსახური ავრცელებს.